"რაღაცა ხდება კალაძის თავს,არ ვიცი, იპრანჭება და ეგეთი სტრატეგია აქვთ ხალხმა სთხოვოს, არიქა შენ გარეშე ეს ქალაქი ვერ გადარჩებაო, თუ რამე სხვა ხდება" - კვირის პალიტრა

"რაღაცა ხდება კალაძის თავს,არ ვიცი, იპრანჭება და ეგეთი სტრატეგია აქვთ ხალხმა სთხოვოს, არიქა შენ გარეშე ეს ქალაქი ვერ გადარჩებაო, თუ რამე სხვა ხდება"

რაღაცა ხდება კალაძის თავს, ეტყობა, რომ "ქართული ოცნების"გუნდისგან გაუცხოებულია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, "მოქალაქეების"ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის"გადაცემაში "360 გრადუსი"განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ ფიქრობს, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან“.

როგორც კალაძე ამბობს, კალაძე გარკვეული პროცესებისგან დისტანცირებულია.

"ძალიან საყურადღებო იყო გუშინ დავით სერგეენკოს გადაკრული განცხადება, უალტერნატივო არავინ არისო, როცა კალაძესთან დაკავშირებით საუბრობდა. არ ვიცი, მე არ ვარ "ოცნების"სამზარეულოში ჩახედული, მაგრამ რაღაცა პროცესები რომ მიდის და რაღაც პროცესებისგან რომ დისტანცირებულია კალაძე, ფაქტია. არ ვიცი, იპრანჭება და ეგეთი სტრატეგია აქვთ ხალხმა სთხოვოს, არიქა შენ გარეშე ეს ქალაქი ვერ გადარჩებაო, თუ რამე სხვა ხდება, არ ვიცი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"