ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს, სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი ავტომობილი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქვეითად მყოფ მოქალაქეს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სამი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანება აქვთ მიღებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"