უკრაინაში ე.წ.კანონიერი ქურდი „ლაშა სვანი“ დააკავეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში ე.წ.კანონიერი ქურდი „ლაშა სვანი“ დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ორი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი - მეტსახელად "უმკა" და "ლაშა სვანი" დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინელი სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნული პირები აყალიბებდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებს და თავიანთ წარმომადგენლების საშუალებით მართავდნენ მათ. დაკავებულები აკონტროლებდნენ კრიმინალებს დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი (მეტსახელად "ლაშა სვანი") ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"