"გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე" - კვირის პალიტრა

"გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე"

"გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და გელათის სამონასტრო კომპლექსის ბედზე ისაუბრა:

"სხვადასხვა ექსპერიმენტმა, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, დააზიანა ძეგლი. მინდა, ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასათვის გასაგებ სიტყვას - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე. ეს კიდევ უფრო მეტად აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს.

ხშირად მოგვიწოდებენ, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოვიყვანოთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი ჩვენი თანამშრომლები არ არიან, რომ მივუთითოთ, თუ როდის ჩამოვიდნენ. რეკორდულად მოკლე დროში მოვიპოვეთ იუნესკოდან თანხმობა, რომ იტალიელი ექსპერტი ივნისში ჩამოვიყვანოთ და სახურავს დავუსვათ სწორი დიაგნოზი, ცხადია, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის, ხანდაზმულ ექსპერტებთან ერთად, რომელთაც არავინ ეკითხებოდა აზრს 2021 წლის მარტამდე, ეს დიაგნოზი ჩვენ უკვე დასმული გვაქვს", - აღნიშნა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო: