74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი - კვირის პალიტრა

74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი

74 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი.

ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც მან საქმიანობა დაიწყო, როგორც ტელერეჟისორმა. 1975-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა წლებში ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება "თეატრონის" ხელმძღვანელის პოსტი.

კახა კახაბრიშვილმა სატელევიზიო თეატრში მუშაობა მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, იყო მისი ბევრი სატელევიზიო სპექტაკლის ტელერეჟისორი.

70-80-იან წლებში კი მან საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა განახორციელა, რომელიც მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს. ესაა სპექტაკლები" "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "უჩინმაჩინის ქუდი", "გვადი ბიგვა", "ხორუმი ქართული ცეკვაა", "მტრედის მოტანილი ბარათები" და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.