"კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა ქვეყანა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კახა კუჭავამ ბრიუსელში უმაღლეს დონეზე განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი და პოზიტიურად წარადგინა საკუთარი ქვეყანა.

"პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულია და "ქართული ოცნება" მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდია. ვიზიტი სწორ დროს და სწორი პრიორიტეტებით იყო დაგეგმილი, რისთვისაც პარლამენტის საგარეო გუნდი და საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებით შეფასებას იმსახურებენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ კახა კუჭავამ დელეგაციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლევანი იოსელიანი მიიწვია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.