რა ხდება ამ წუთებში ბორჯომში?
"ბორჯომის" საწარმოს გაფიცული თანამშრომლები ქალაქში მსვლელობას აწყობენ. ისინი მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას - დასაქმებულების თქმით, მათი გასამრჯელო 400-500 ლარია და დასვენების დღეებიც არ აქვთ. 350-მდე მუშაა გაფიცული. შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.
იხილეთ ვიდეო: