თბილისში თემქაზე ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - კვირის პალიტრა

თბილისში თემქაზე ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში თემქაზე ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე.

"მონადირის 14 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია. იწვოდა ხის საამქრო, ადგილზე უმოკლეს დროში მობილიზებული იყო 14 სახანძრო. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით მდგომ საცხოვრებელ სახლებში. მეხანძრე - მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა მალევე ხანძრის ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია", - აცხადებს ოთარ კერესელიძე.

"ინტერპრესნიუსი"