ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ წყლის არხში ჩავარდა - კვირის პალიტრა

ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ წყლის არხში ჩავარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად ისინი მსუბუქად დაშავდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"