ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა - კვირის პალიტრა

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და "ჰამასს" შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისთანავე ღაზას ქუჩებში პალესტინელები გამოვიდნენ და სკანდირებდნენ: "უფალი დიდია, მადლობა უფალს!" მეჩეთის საყვირებიდან კი ისმოდა: "იერუსალიმის ხმლის" ბრძოლის დროს ოკუპაციის (ისრაელის) წინააღმდეგ გამარჯვება მიღწეულია ".

გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის.

ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ორ დელეგაციას გააგზავნის.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის თავდასხმები 10 მაისს დაიწყო, რის შედეგადაც ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"