შუახევის მუნიციპალიტეტში "ლიბერთი ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულებს 9 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - კვირის პალიტრა

შუახევის მუნიციპალიტეტში "ლიბერთი ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულებს 9 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები ა. დ. და ხ.ც. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ა.დ.-ს 9 წლით, ხოლო ხ.ც.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტში, ძარცვისთვის ნასამართლევი ა.დ. და ხ.ც., დანის დემონსტრირებით და ძალადობით თავს დაესხნენ სს "ლიბერთი ბანკის" მოლარე-ოპერატორს ნ.დ.-ს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და 7362 ლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. იმავე დღესვე დააკავეს.

მათივე ცნობით, ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო ხ.ც.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ დაბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"ინტერპრესნიუსი"