ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბათალ ფილია დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ე.წ.პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული ფილია აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში კარგად ცნობილი პირია. ბათალ ფილია 2019 წელს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაკავებული. მიმდინარე წლის თებერვალში ის კვლავ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, სოხუმში, იმამ შამილის ქუჩაზე, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი ქემალ არძინბა 18 მაისს მოკლეს.