"ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ, ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, უამრავი ბაზებია ერთმანეთთან დაკავშირებული" - კვირის პალიტრა

"ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ, ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, უამრავი ბაზებია ერთმანეთთან დაკავშირებული"

ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ, ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზებია ერთმანეთთან დაკავშირებული",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციისას წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, რეგისტრაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემისას "ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა და რაღაც საშინელება მოხდა".

"სინოვაკზე" საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5 ათას ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონს მასკს გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა? ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, რომ დაიწყო ვაქცინაცია სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზებია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ამაზე ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა, რაღაც საშინელება მოხდა. ხდება, ტექნიკაა", - აღნიშნავს იმნაძე.