რატომ მყარდება ლარი - ფინანსთა მინისტრის განმარტება - კვირის პალიტრა

რატომ მყარდება ლარი - ფინანსთა მინისტრის განმარტება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკური აქტივობის აღდგენასა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას უკავშირებს. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სექტორისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით.

"ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი ყველა მიმართულებით - ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებითაც და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე. ეს პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ერთი მხრივ, პანდემიის უშუალოდ განვითარებასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებით და იმ ეკონომიკური აქტივობების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც აპრილის და მაისის თვეში სახეზე გვაქვს",- განაცხადა ხუციშვილმა. გააგრძელეთ კითხვა