"ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ყველაფერზე მეტირება... გუ­ლისა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია, ცოტა ცრემ­ლი მო­მე­რია" - კვირის პალიტრა

"ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ყველაფერზე მეტირება... გუ­ლისა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია, ცოტა ცრემ­ლი მო­მე­რია"

"ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ყველაფერზე მეტირება... გულისამაჩუყებელია" - მარინა ბერიძის პასუხი ნიკოლოზ რაჭველის ემოციურ მილოცვაზე

დღეს ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის, მარინა ბერიძის დაბადების დღეა. მან სოციალურ ქსელში მეგობრების, ახლობლების, ასევე უბრალოდ უცნობი ადამიანებისგან უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა განსაკუთრებით ემოციური ნიკოლოზ რაჭველის მისალოცი ტექსტი აღმოჩნდა.

"მართლა სულ სხვაგვარი იქნებოდა ჩემი ისტორია უშენოდ... როგორ გამიმართლა, მაშინ, თინეიჯერობისას, რომ დამინახე და მერე ყველაფერი ის დაატრიალე, რამაც მხოლოდ ჩემი კი არა, ნანის, ეკას, ნატალიკოს, ნატო მეტოს, გიას, მანანიკოს, დოის, სექსტეტების, კვარტეტების, ტრიოების, გუნდების, ორკესტრების, სოლისტების, ვარსკვლავების, ან არავარსკვლავების ბიოგრაფია სრულიად სხვაგვარი, ჯადოსნური გახადა!

მადლობა ყველაფრისთვის! მრავალი დაბადების დღე მომელოცოს! ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სიხარული, რომლის მუდამ მონიჭება ჩვენი ვალდებულებაა თუკი გვაქვს ღირსება და მადლიერების ქონის უნარი", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ნიკოლოზ რაჭველის მილოცვაზე მარინა ბერიძემ კომენტარი "ფორტუნასთან" გააკეთა:

"ცოტა ცრემლი მომერია. უნდა დავურეკო ახლა. ისედაც ისეთ დღეში მაქვს ნერვები, ყველაფერზე მეტირება შიგადაშიგ…

გულამაჩუყებელია ნიკას სტატუსი... ის ვინ არის ჩემთვის, ეს სხვა საკითხია, შვილია, მეგობარია, მაესტროა, ყველაფერი ერთად, მაგრამ სხვაა, როდესაც ამას გეუბნებიან, მით უმეტეს დღეს… მე ფული არ მიკეთებია ცხოვრებაში… წიწილებივით მყავდნენ და კი გახდნენ დიდები და გამოჩენილები უკვე", - ამბობს მარინა ბერიძე.