"მა­მა­მი­სი ხელს აფა­რებ­და შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამა­სო­ბა­ში რე­ცი­დი­ვის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და" - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს - კვირის პალიტრა

"მა­მა­მი­სი ხელს აფა­რებ­და შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამა­სო­ბა­ში რე­ცი­დი­ვის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და" - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის, კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ფილიას ვაჟი, სოხუმში მცხოვრები 29 წლის ბათალ ფილია დააკავეს.

ე.წ შს სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი პირი, ვისი მონაწილეობაც საქმის გარშემო მოძიებული მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა.

"18 მაისს, სოხუმში, იმალ შამიმის ქუჩაზე, ორი დაუდგენელი პირი მრავალსართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე ავიდა, საიდანაც კარგად მოჩანს ქემალ არძინბას სახლის ღია აივანი. სწორედ იქიდან განხორციელდა სამი გასროლა პრეზიდენტის ძმისშვილის მისამართით, რომელიც სოხუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილას აღმოჩენილია თოყოტა-ს მარკის ავტომანქანა, სადაც მას მესამე თანამონაწილე ელოდებოდა. იმავე დღეს სამართალდამცავებმა ავტომანქანა სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში დამწვარი იპოვეს..." - წერს უწყება, რომლის ცნობითაც, დანარჩენი თანამზრახველების ვინაობა ეტაპობრივად დგინდება.

ადგილობრივები კარგად იცნობენ ე.წ. მაღალჩინოსნის შვილის ცხოვრების წესს, თუმცა მაინც არ სჯერათ, რომ 29 წლის ფილია ასეთი მაღალ დონეზე შესრულებული მკვლელობის ავტორია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ კორპუსში შესული პირები ბევრად მაღლები იყვნენ, ვიდრე თუნდაც ბათალ ფილიაა, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს და არაერთგზის ნასამართლევია. გააგრძელეთ კითხვა