"ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ორი გზა დარჩა..." - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ორი გზა დარჩა..."

უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ორი გზა დარჩა. "ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა-არყოფნისა და შესვლა-არშესვლის დილემა მომაბეზრებელია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. ვხედავთ როგორი განცხადებებია. ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ დროა ჩამოყალიბდნენ. პარტია არის, ჰყავს მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა და უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს. მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, ორი გზა არის - ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში და ისევე დაიშლებიან, როგორც ეს "ევროპულ საქართველოს" დაემართა",- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"