"სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც "ფაიზერით" აიცრა - კვირის პალიტრა

"სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც "ფაიზერით" აიცრა

ცნობილმა ტელესახემ ნუკი კოშკელიშვილმა, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

როგორც ნუკი "ინსტაგრამზე" წერს, არჩევანი "ფაიზერზე" შეაჩერა.

"აცრა გავიკეთე, ახლა 15 წუთი უნდა ვიჯდე, დამაკვირდებიან ალერგიული რეაქცია ხომ არ მაქვს. დრო მაქვს და დავწერ. კი მართალია გადავიტანე კოვიდი, ჩემთვის არც არაფერი განსაკუთრებული სირთულის ყოფილა, კი ბევრმა მომწერა არ გინდა გაკეთება ანტისხეულები გაქვსო, მაგრამ მხოლოდ ჩემ თავზე ვერ ვიფიქრებ. თბილისში ჩამოვალ გავალ გამოვალ, ჩემ ოჯახის წევრებს რომ მივუტანო, უცხო ადამიანს რომ გადავდო. აი ამ დარდის გამო გავიკეთე, თორე მე რომ კარგად ვიქნები ეგ ვიცი. გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს.

სულ მახსენდება ქორწილში 50 კაცი იყოვო, იქედან 3-კოვიდი დაუდასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი, არც ერთი გარდასვლილთაგან ქორწილში არ იყო. გადადებაა მთავარი. ჩვენი გადაწყვეტილებები სხვაზეც აისახება. დავასრულოთ პანდემია. ისე ვწერ იფიქრებს ვინმე გადაუხადეს რეკლამა/პროპაგანდაში. არ გადამიხადეს, ასე ვფიქრობ. #covidvaccine #pfizerპ.ს ნებისმიერი ვაქცინა რომელიც ცოტათი მაინც დაგიცავთ, უნდა გაიკეთოდ, რომ შესუსტდეს ვირუსი, თუმცა დაძალებაც არასწორედ მიმაჩნია და მათი განკიცხვაც, ვისაც ეშინია. რჩევა მივცეთ და პატივი ვცეთ სხვის არჩევანს.პ.ს ბენმა ნეტა ვაი ფაის თუ დავიჭერთ სხეულით ახლა უფასოთო" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.