"ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ" - კვირის პალიტრა

"ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ"

ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მათ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

"ჩვენ შეხვედრა გავმართეთ ჩვენი პარტიის აჭარის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან, ჩვენს აქტივთან. ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენი პარტიის აქტივს, ჩვენ რეგიონალურ ხელმძღვანელობას. ჩვენ გავაცანით ჩვენი პროექტების, ჩვენი გეგმების შესახებ, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს, ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებში და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი, ძალიან კარგი განწყობაა, მობილიზებას გავაკეთებთ კიდევ უფრო მეტს და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები აჭარაში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს მართავენ.

"ინტერპრესნიუსი"