"მმართველ პარტიას გიორგი გახარიასი ეშინია" - კვირის პალიტრა

"მმართველ პარტიას გიორგი გახარიასი ეშინია"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას გიორგი გახარიასი ეშინია. ამის შესახებ ხოჯევნიშვილმა ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს მოიტყუა და მან "საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა".

როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები გახარიას გუნდის წევრების არასერიოზულ კინკლაობაში შეთრევის მცდელობაა.

"ეს მათი მხრიდან არის მცდელობა ამ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენი ჩათრევის. მე მათ მოვუწოდებდი სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე შეაფასებს არჩევნებზე. ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. პირველი რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქმის გაკეთება, ამაზე საუბარი და არა მსგავს კინკლაობაზე კომენტარების კეთება. ამ კინკლაობაში შეთრევას ცდილობენ იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი იყოს არა საქმის კეთებაზე, არამედ, აბსურდულ კინკლაობაზე პასუხების გაცემაზე. რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ, ამაზე კითხვა არავის აქვს",- განაცხადა ხოჯევნიშვილმა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს "ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან". როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს "ფართო გაგებით მოიტყუა".

"ინტერპრესნიუსი"