"ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია" - კვირის პალიტრა

"ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია"

თელავიდან შეუჩერებელი კამპანია დავიწყე. მჯერა საკუთარი თავის, მჯერა საკუთარი სიმართლის, მჯერა საკუთარი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, რეპუტაციის. რამ უნდა შეგვიშალოს ხელი ციხემ?! არა მგონია! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის ჩატარებას აპირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მხარდამჭერებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. მთელს საქართველოში კამპანიის ჩატარებას ვაპირებ. პირდაპირი გაგებით, შესვლა მართლა ყველა სოფელში მინდა.

ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება.

მჯერა საკუთარი თავის, მჯერა საკუთარი სიმართლის, მჯერა საკუთარი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, რეპუტაციის. რამ უნდა შეგვიშალოს ხელი ციხემ?! ციხემ შემიშალა ხელი?! არა მგონია... ეს ყველაფერი მთელს საქართველოს უნდა გადაედოს და მჯერა, გადაედება! ხალხმა ყველგან უნდა დაგვინახოს. ვერც ჩინჩალაძე, მურუსიძე, კალაძე მიტაცებულ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ“, - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"