"გუშინ აჭარაში ვიყავით. დღეს სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში" - კვირის პალიტრა

"გუშინ აჭარაში ვიყავით. დღეს სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში"

ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს.

“გუშინ აჭარაში ვიყავით. დღეს სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრეთ. ჩვენი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"