ვარლამ გოლეთიანი:"წამზომი ჩაირთო, ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად" - კვირის პალიტრა

ვარლამ გოლეთიანი:"წამზომი ჩაირთო, ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად"

ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამზომი ჩაირთო , - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანმა აღნიშნა, რომ იმ შემთვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

"ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემებზე და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემური სახე სისტემისა.

ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდეbა ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას.

ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდე დაგვემატონ.

მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!" , - განაცხადა გოლეთიანმა.

"ინტერპრესნიუსი"