თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - კვირის პალიტრა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს.

საპროტეტსო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დროს იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედენაზე დარჩენას.

აქციის ერთ-ერთი ორგანზიატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე არ იქნება პასუხი, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

"ინტერპრესნიუსი"