"როგორც კი დაიჯერებთ, რომ თქვენ ყველაფერს მოერევით, ზუსტად იმ წამს, თქვენს ორგანიზმში დადებითი ცვლილებები დაიწყება" - რა ვიდეოს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია თურქეთიდან - კვირის პალიტრა

"როგორც კი დაიჯერებთ, რომ თქვენ ყველაფერს მოერევით, ზუსტად იმ წამს, თქვენს ორგანიზმში დადებითი ცვლილებები დაიწყება" - რა ვიდეოს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია თურქეთიდან

ხათუნა ჟორდანია, რომელიც თვეებია მძიმე სენს ებრძვის,გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას უზიარებს. როგორც ჟორდანია ამბობს, მისი ანალიზების პასუხები კარგია და მეტასტაზები აღარ ვრცელდება. ხათუნა ჟორდანიას თქმით, ის თურქეთში მკურნალობის მეორე ეტაპს იწყებს.

"თურქეთში ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს, ვინც მკითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი, მთავარი რაც არის - მეტასტაზები არ არის არსად წასული და ახლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.

ასევე, ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აქვს, მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იმ წამს, როგორც კი დაიჯერებეთ, რომ თქვენ ყველაფერს მოერევით, იცოდეთ, რომ ზუსტად იმ წამს თქვენს ორგანიზმში ყველაფერი კარგად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი სიმსივნე აქვს, განიკურნება.

მთავარია, ვიყოთ შემართებით და იმ განწყობით, რომ ეს ეტაპი გასავლელია და ყველა სიძნელე და სირთულე არის გადასალახი. როგორც კი მიხვდებით და გაიაზრებთ იმას, რომ ყველაფრის დაძლევა შეიძლება, რომ ყველანაირ დაავადებას მოერევით, ნამდვილად მოერევით ყველაფერს, ისევე, როგორც მე მოვერიე, აი, დამიჯერეთ დამერწმუნეთ", - ამბობს ხათუნა ჟორდანია.

იხილეთ ვიდეო: