კომპანია "ენკა" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

კომპანია "ენკა" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან", - ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც კომპანია "ენკა" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.

"გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი.

ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.

მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას", - ნათქვამია "ენკას" განცხადებაში.