"მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", გადაიდოს მოსამართლეთა კონფერენცია, დაიწყოს რეფორმები და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი წესით მივიღოთ გადაწყვეტილებები" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას", გადაიდოს მოსამართლეთა კონფერენცია, დაიწყოს რეფორმები და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი წესით მივიღოთ გადაწყვეტილებები"

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, 26 მაისს ჩანიშნული მოსამართლეთა კონფერენცია გადაიდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მართლმსაჯულების სისტემაში სიღრმისეული რეფორმის განხორციელებაა საჭირო.

"ელჩების განცხადება და მიმართვა კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად ადევნებენ თვალს ჩვენი პარტნიორები ჩვენი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას. როგორც იცით, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის მართლმსაჯულების რეფორმა. ჩვენც, ელჩებთან ერთად, ხელმომწერი პარტიები მოვუწოდებთ და შევახსენებთ "ქართულ ოცნებას", რომ მანამ, სანამ ეს რეფორმები არ დაიწყება, ჯერ პარლამენტში განხილვაც კი არ დაწყებულა, ასეთი სიჩქარე და სასწრაფო წესით დანიშვნა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ "ქართული ოცნება" ვერ იაზრებს, რას მოეწერა ხელი და რამდენად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, საზოგადოებისთვის ის, რომ ეს რეფორმები იყოს სანდო, გამჭვირვალე და არ იყოს რეფორმების დაწყებამდე მოსამართლეების დანიშნვნა, კონფერენციის ჩანიშვნა.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გადაიდოს ეს კონფერენცია, დაიწყოს რეფორმები და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი წესით მივიღოთ გადაწყვეტილებები",-განაცხადა სამნიძემ.

"ინტერპრესნიუსი"