ცნობილია ვინ იქნება მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში - კვირის პალიტრა

ცნობილია ვინ იქნება მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში

მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ხათუნა კვიციანი შევა. მას შემდეგ, რაც ქვრივიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, პარლამენტს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შესაბამისად, ხათუნა კვოციანის კანდიდატურა წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"