"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - კვირის პალიტრა

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამ წუთებში ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით "რესპუბლიკის მოედნიდან" თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: "გამოდი", "გამოდი".

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"