"მედიკოსებს მადლობა სიმღერით გადაუხადა" - ლელა წურწუმია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - კვირის პალიტრა

"მედიკოსებს მადლობა სიმღერით გადაუხადა" - ლელა წურწუმია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მომღერალი ლელა წურწუმია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი "ფეისბუქში" აქვეყნებს და მომღერლის ფოტოსაც გვიზიარებს.

"დროულად გამოცხადდა, გაიარა შესაბამისი პროცედურები, აიცრა, წასვლამდე მედიკოსებს მადლობა სიმღერით გადაუხადა და მომდევნო აცრამდე დაემშვიდობა..." - ნათქვამია ინფორმაციაში.