"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ - კვირის პალიტრა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან.

მათი ინფორმაციით, გეგმების შესახებ სწორედ თავისუფლების მოედნიდან გააცნობენ საზოგადოებას.

მანამდე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტეს საავტომობილო გზა.აქციის მონაწილეები საზოგადოებას მიმართავდნენ, შეუერთდნენ აქციას და სკანდირებდნენ: "გამოდი", "გამოდი".