"ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი" - კვირის პალიტრა

"ბატონ ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი"

რომ არა მე და რომ არა უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გორში მედიასთან განაცხადა.

"ბატონი ღარიბაშვილი 24 საათი რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე" და ჩემზე საუბრობს, აქაც ხომ ჩანს, რომ მშვიდი ძილის შესაძლებლობა მას არ აქვს. მეორეც, ბატონი ღარიბაშვილის ადგილზე, მე, მადლობას გადავუხდიდი ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, რომ არა მე და რომ არა უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონი ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი. სიმართლე ეს არის.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ განცხადებებს, არ აღვიქვამ ამ განცხადებებს იმდაგვარად, რომ ეს განცხადებები კეთდება პოლიტიკოსის მიერ, იმიტომ რომ, ჩვენ ხომ ვნახეთ, ადამიანი როცა იყო დასაქმებული პრემიერ-მინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმწამსვე ის გადადგა, მერე მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერ-მინისტრად და მევე შევუწყობ ხელს მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე", - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"