"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს" - რას აცხადებს ვარლამ გოლეთიანი? - კვირის პალიტრა

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს" - რას აცხადებს ვარლამ გოლეთიანი?

"ნახავანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დარჩებიან და ღამეს გაათენებენ.

მისივე თქმით, მსვლელობები, ქუჩის გადაკეტვები და პიკეტირებები 25 მაისის, 16:00 საათიდან განახლდება და ხელისუფლებას უფრო მეტ ძალას აჩვენებენ.

"ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

ხვალ, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

"ინტერპრესნიუსი"