უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს
უკრაინა ბელარუსთან ფრენებს აჩერებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა 26 მაისის 00:00 საათიდან შეწყდება.
"Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ", - განაცხადა შმიგალმა.