ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე 41 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე 41 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული

COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საქართველოს 41 686 368 ლარი აქვს დახარჯული.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, უწყება ხარჯების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და განმარტავს, რომ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია მათ კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს.

"ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის" სახელმწიფო პროგრამის "ახალი კორონავირუსით (შAღშ-ჩოV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის" კომპონენტის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, ანაზღაურებას დაქვემდებარებულმა თანხამ ჯამურად შეადგინა 41,686,368.49 ლარი. რაც შეეხება ინფორმაციის მოწოდებას, ჩოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან და მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული აქვს ე.წ. "confidentiality agreement". მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს", - აღნიშნულია "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.