"შეყვარებული ხარ?" - მაია ასათიანის გულახდილი ინტერვიუ და პასუხი კითხვაზე - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ხარ?" - მაია ასათიანის გულახდილი ინტერვიუ და პასუხი კითხვაზე

ბოლო პერიოდში ტელეწამყვან მაია ასათიანთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა დაგროვდა.

მომხიბლავმა ქალბატონმა "ტვ პირველის" შუადღის გადაცემაში უამრავ კითხვას გასცა პასუხი. ჩვენ მათ შორის ყველაზე საინტერესო კითხვა-პასუხები შევკრიბეთ.

ხალათში გამოწყობილმა მაიამ განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ვარჯიში, სეირნობა, დილით ფაფის მომზადება კი მისი ერთგვარი რიტუალია.

"ჩემი დილა იწყება ლეკვებთან თამაშით. ასაკს არ განვიცდი. პირიქით, ვიცნობ საკუთარ თავს.

ზოგი ადამიანი ისე ბერდება, რომ საკუთარ თავს არ იცნობს. მე მუდმივ კომუნიკაციაში ვარ მასთან.

ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი - ჩემივე თავია.

სულ ვკითხულობ, წიგნების წაკითხვა ძალიან მიყვარს და წიგნები საძინებელშიც მაქვს. ბიბლიოთეკის გარეშე მე არ შემიძლია.

პირველი ადამიანი, რომელსაც ვაკოცე, ჩემი შვილის მამა იყო.

მე ძალიან პატარა გავთხოვდი. მაშინ 17 წლის ვიყავი.

კამათს რაც შეეხება, ჩემი საყვარელი ფრაზაა: "ორ მოკამათე ადამიანს შორის მტყუანი არის ის, ვინც ჭკვიანია". მორალი შემდეგშია, არ უნდა შეყვე ადამიანს კამათში.

ძალიან მაღიზიანებდა ჭორი ჩემი ორსულობის შესახებ და ეს ჩემთვის მტკივნეული იყო.

შეყვარებულია მაია ასათიანი? - არ ვიცი, ვნახოთ. (იღიმის) მე არ ვამბობ, რომ ვარ.

"ინსტაგრამზე" უბრალოდ ინტრიგაა ეს ყველაფერი?

გააგრძელეთ კითხვა