1-ელი ივნისიდან რამდენიმე შეზღუდვა მსუბუქდება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ცნობილია - კვირის პალიტრა

1-ელი ივნისიდან რამდენიმე შეზღუდვა მსუბუქდება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ცნობილია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და Pჩღ უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაშ განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთვევებსაც", - განაცხადა ღიბრაძემ.

ამასთანავე, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.

"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა",-განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე განცხადებით, "კომენდანტის საათის" მოხსნა-არმოხსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც მან საკოოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინზე განმარტა, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, შესაძლებელია, ქვეყანა იძულებული გახდეს, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს.

"ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ამ ქვეყანაში ვაწესებთ, არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემილოგიურ ვითარებას. შესაბამისად, თუ იქნება იმის საშუალება, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდეს, ცხადია, ეს მოხდება. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სიტუაცია გაუარესდა, შესაძლებელია, იძულებული გახდეს ქვეყანა, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს. ყველაფერი ეპიდემოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული",-განაცხადა ღიბრაძემ.

იხილეთ ვიდეო