ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ - კვირის პალიტრა

ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის სამ დეპუტატს ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

პარლამენტმა გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს, სადაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.

სალომე მუჯირი კი "გირჩის" საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრი იყო. "გირჩმა" ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, ხოლო პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრი "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდეს.