"ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ...ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე" - კვირის პალიტრა

"ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ...ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე"

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სიტყვით პირველად გამოვიდა და მან კოლეგებს თხოვნით მიმართა, რომ თუ რაიმე "სისულელეს" იტყოდა, "არ დაეცინათ."

"დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ. ბევრი რაღაც მინდოდა მეთქვა, რადგანაც პირველი გამოსვლა იყო, გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი თემა მნიშვნელოვანი, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე..., ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად.

გადავწყვიტე, რომ რაც მართლა ძალიან მაწუხებს ის გითხრათ - ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ.

ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია - ვის მოსწონს ეს ღობე და ვის არ მოსწონს და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ", - ამბობს მეგრელიშვილი.

იხილეთ ვიდეო: