"მოხელე, რომელმაც საზოგადოება და სახელმწიფო გახვია ამხელა შარში, გამოიწვია ამდენი დანახარჯი, ვნებათაღელვა, კონფრონტაცია... უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია" - კვირის პალიტრა

"მოხელე, რომელმაც საზოგადოება და სახელმწიფო გახვია ამხელა შარში, გამოიწვია ამდენი დანახარჯი, ვნებათაღელვა, კონფრონტაცია... უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია"

საზოგადობრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყო.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კარგია, რომ თანამდებობა უკვე დატოვა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

"ჩემი აზრით, აქამდე უნდა გადამდგარიყო. ვცდილობ, დავიცვა კორექტულობის ფარგლები, მაგრამ მოხელე, რომელმაც საზოგადოება და სახელმწიფო გახვია ამხელა შარში, რომელმაც გამოიწვია ამდენი დანახარჯი უკვე, ასეთი ვნებათაღელვა, კონფრონტაცია, ეს გვინდა, ხელოვნურად რომ ვიქმნით? უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. კარგია, რომ გახარია, რომელსაც დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი, გადადგა, მაგრამ თურნავა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ასევე, ჯერ კიდევ სამწუხაროდ, წარბშეუხრელად აგრძელებს მინისტრის ფუნქციის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ჰყოფნის გამბედაობა შიგადაშიგ გვითხრას, რომ ეს პროექტი მაინც განხორციელდება", - განაცხადა ვასაძემ.