"მოძრაობას ჩემი სახსრებით ვაფინანსებ და მის დაფინანსებაში ვეპატიჟები ყველას, ვინც ჩვენს იდეოლოგიურ პლატფორმას იზიარებს" - კვირის პალიტრა

"მოძრაობას ჩემი სახსრებით ვაფინანსებ და მის დაფინანსებაში ვეპატიჟები ყველას, ვინც ჩვენს იდეოლოგიურ პლატფორმას იზიარებს"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ მოძრაობას პირადი სახსრებით აფინანსებს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მოძრაობის დაფინანსებაში ეპატიჟება ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას იზიარებს.

"რაც შეეხება ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფინანსებას, ვთქვი, რომ მას ჩემი სახსრებით ვაფინანსებ და მის დაფინანსებაში ვეპატიჟები ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს იდეოლოგიურ პლატფორმას, კანონის ფარგლებში. ჩვენი კარი ყველა იმ მხარდამჭერისთვის ღიაა, ვინც ეთანხმება "ერთობა, რაობა, იმედის" იდეოლოგიას",- განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ინფორმაცია გამჭვირვალე იქნება.

"ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს პლატფორმა, რომელიც აწევს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურასაც ამ თვალსაზრისით. ასეთი კონსულტაციები ჩვენს თანამემამულეებთან და კოლეგებთან მიმდინარეობს, მთელი ინფორმაცია საჯარო იქნება. თუ ასეთი დაფინანსება სხვადასხვა მხარეებისგან იქნება, ამას ჩვენთან ერთად იმავე საინფორმაციო წყაროებიდან კანონის ფარგლებში იხილავთ", - განაცხადა ვასაძემ.