"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით მიემართებიან - კვირის პალიტრა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით მიემართებიან

"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით მიემართებიან, სადაც საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ. ისინი ასევე აქციის მონაწილეებს სიტყვით.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მყოფებს განუცხადა, "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით რუსთაველის გავლით წავლენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამასთან, ამ წუთებში გზა გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულა "რესპუბლიკის მოედანზეც".

გარდა ამისა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციას 26 მაისს, 16:00 საათზე კვლავ "რესპუბლიკის მოედანზე" გამართავენ, რის შემდეგ აპირებენ, რომ ავტოკოლონებით რიონის ხეობის მიმართულებით წავიდნენ, სადაც "ნამახვანჰესისის" მშენებლობა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"