"მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს" - კვირის პალიტრა

"მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს"

გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია „ნამახვანჰესების“ კასკადი და უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი აქამდე კონფიდენციალური იყო.

„მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა. ეს არის 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია „ნამახვანჰესების“ კასკადი, უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს ამ დოკუმენტს. დღემდე ეს დოკუმენტი იყო კონფიდენციალური სწორედ იმის გამო, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროექტის განხორციელება და არ გაითვალისწინა სამინისტროს დასკვნები, მათ შორის არც ფინანსთა სამინისტროსი, რომლის დასკვნაც დღემდე კონფიდენციალურია. ფინანსურ ნაწილში ფინანსთა სამინისტროს დასკვნის შინაარსი არ ვიცით, მაგრამ ვხედავთ ერთ რაღაცას, რომ არ არის გათვალისწინებული რეალური სურათი, სამინისტროს დასკვნები მხედველობაში არ არის მიღებული და გადაწყვეტილება მიღებულია, გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება. რა შინაარსიც ამ დასკვნაში წერია კრიტიკულზე მეტია იმიტომ, რომ პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ უნდა გაფორმდეს მსგავსი ტიპის ხელშეკრულება იმიტომ, რომ ეს არის დამაზიანებლი და პრაქტიკულად, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ აქ დათმობილია სახელმწიფო ინტერესი. 22 პუნქტია ჩამოთვლილი, დეტალურად არის განხილული, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ხელშეკრულება გააფორმოს ხელისუფლებამ კერძო კომპანიასთან. ჩვენ ვხედავთ რომ უგულებელყოფილია მთელი ეს პროცესი და დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი. აქ არის მნიშვნელოვანი არა ის თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ამ პროცესზე, არამედ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მხილებულ იქნა ხელისუფლება და ის სახელისუფლებო ინსტიტუციები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ პროცესზე. ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ გამოააშკარავეს თავიანთი თავი. ხელისუფლება გამოვავლინეთ საკუთარ უკანონო ქმედებებში - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"ინტერპრესნიუსი"