ცნობილია,სად და როდის გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია - კვირის პალიტრა

ცნობილია,სად და როდის გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, პრეზენტაცია თბილისში, 18:00 საათზე დაიწყება.

ექსპრემიერი პარტიის წევრებს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. პარალელურად თანამდებობები დატოვეს მასთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებსაც მთავრობაში და მუნიციპალიტეტებში თანამდებობები ეკავათ.

ambebi.ge