"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე, კარვებთან დაბრუნდნენ - კვირის პალიტრა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე, კარვებთან დაბრუნდნენ

"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ კარვებთან დაბრუნდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 26 მაისს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, განცხადებას გააკეთებენ და შემდეგ ავტოკოლონებით რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ კარვებში ღამეს მესამე დღეა ათენებენ.

"ინტერპრესნიუსი"