"მივ­ხვდი, რომ ეს ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი. ჩემი მი­სი­აა, რომ ბავ­შვე­ბი კარ­გად გავ­ზარ­დო, რაც მე არ მქონ­და, ამათ ჰქონ­დეთ" - კვირის პალიტრა

"მივ­ხვდი, რომ ეს ყო­ფი­ლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი. ჩემი მი­სი­აა, რომ ბავ­შვე­ბი კარ­გად გავ­ზარ­დო, რაც მე არ მქონ­და, ამათ ჰქონ­დეთ"

მსახიობ გიორგი ყიფშიძესა და მის მეუღლეს ენი გასიევას მეორე შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლუნა დაარქვეს. გიორგისთვის ეს მეოთხე შვილია, ის ბავშვების მოვლაში ძალიან ჩართული მამაა და როგორც ამბობს, მიხვდა რომ თავისი მისია ბავშვების აღზრდაა. გიორგი და ენი AMBEBI.GE - ის ბავშვებსა და პირად ცხოვრებაზე უამბობენ:

გიორგი: მესამე და მეოთხე შვილი ერთი ტალღაა, ერთ ამოსუნთქვაზე გაჩნდნენ. უფროსს ჯერ რძე არ ჰქონდა ტუჩზე შემშრალი, რომ უკვე მეორე ჩნდებოდა. ბავშვის გაჩენა და მოვლა იმდენად დღის წესრიგში გვაქვს, რომ ვიკითხე - გაისად მესამე-მეთქი?

ენი: გოგო ძალიან გვინდოდა, მაგრამ მეორე ბავშვის გაჩენა ჯერ გადაწყვეტილი არ გვქონდა. დაუგეგმავად მოხდა, რაც ძალიან გაგვიხარდა. ნატალიას და გიორგის ერთდროულად ვუთხარი, რომ ფეხმძიმედ ვარ და ბედნიერებისგან ორივემ ტირილი დაიწყო, ეს მათთვის უდიდესი ემოცია და სიხარული იყო. ძალიან კარგი ორსულობა მქონდა, ყველაფერმა უმარტივესად ჩაიარა. რთული იყო ის ფაქტი, რომ მეორე წელი გადაბმულად ვიყავი ორსულად, არცისე ადვილია, როცა ორი წელი გაბერილი დადიხარ.

- ენი, როგორი ფეხმძიმობა გქონდა, ღამით დაარბენინებდი მარწყვზე და ალუჩაზე გიორგის?

ენი: პოსტ-ფეხმძიმობის და ფეხმძიმობის პერიოდი მშვენიერი მქონდა. ჩემს ხასიათზე არ ასახულა, ისევ ის ტიპი ვიყავი, რაც მანამდე... მოთხოვნილებაც კი არ მქონდა არაფრის, გიორგი არ შემიწუხებია. ვერც კი ვიგრძენი რომ მშობიარობა მეწყებოდა, უბრალოდ შესამოწმებლად მივედით კლინიკაში, რადგან ეს იყო სავარაუდო მშობიარობის თარიღი. ექიმმა რომ გამსინჯა, მითხრა: - სამ თითზე ხარ გახსნილი და არ გტკივაო? საერთოდ არანაირი ტკივილი, არც დაჭიმულობა მქონდა, ექიმმა მითხრა: - მშობიარობა დაწყებულია, ვეღარ გაგიშვებო. გიორგი ძალიან ღელავდა, მაგრამ მშობიარობას არ ესწრებოდა, რადგან არ შეუძლია ასეთი რაღაცების ყურება და არც მითქვამს, დასწრებოდა.

გიორგი: ენი მოულოდნელად ძალიან მაგარი გოგოა. ახალგაზრდა გოგონებისთვის ძნელია სხვა ამპლუაში გადასვლა, ასეთი როლის მორგება და ენის შემთხვევაში ისე "საკაიფოდ" გამოვიდა, ვკითხე: - დედობაზე დადიოდი - მეთქი?

- შვილებს განსხვავებულ სახელებს არქმევთ...

ენი: კოსმოდან გამომდინარე მოგვაფიქრდა ლუნა, კოსმიური კაცი და ლუნა, უხდებიან ერთმანეთს და ეტყობათ რომ და-ძმანი არიან.

- გიორგი რამდენად არის ჩართული ბავშვების აღზრდაში?

ენი: ყველაფერს გიორგი აკეთებს, გამოდის, რომ მე უბრალოდ იქეთ ვეხმარები.

გიორგი: მეტი არაფერს არ ვაკეთებ, გარდა ბავშვების მოვლისა. მივხვდი, რომ ეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მთავარი. ჩემი მისიაა, რომ ბავშვები კარგად გავზარდო, რაც მე არ მქონდა, ამათ ჰქონდეთ. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რა შეიძლება მაქსიმალურად კარგი გავუკეთო, რომ როცა აღარ ვიქნები, კარგ მამად მომიხსენიონ. განაგრძეთ კითხვა