"მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!" - კვირის პალიტრა

"მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!"

"მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! მინდა, საქართველო იყოს ძლიერი. მჯერა, ძლიერი ქვეყნის, ძლიერი ადამიანების", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლებისთვის დიდი ბრძოლა, რომელიც მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან გილოცავთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ იდეალების ეროვნულ სულისკვეთებაზეა დაფუძნებული ჩვენი პოლიტიკური გუნდი "სტრატეგია აღმაშენებელი". მინდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი. მე მჯერა, ძლიერი ქვეყნის, ძლიერი ადამიანების, ძლიერი ოჯახების. თავისუფლებისთვის დიდი ბრძოლა, რომელიც მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ჯერ კიდევ დასრულებული არ არის", - განაცხადა ვაშაძემ.