რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზებაა, სამართალდამცველებმა გუმათში, რკინის ჯებირები კვლავ აღმართეს - კვირის პალიტრა

რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზებაა, სამართალდამცველებმა გუმათში, რკინის ჯებირები კვლავ აღმართეს

რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზებაა. სამართალდამცველებმა გუმათში, რკინის ჯებირები კვლავ აღმართეს. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჰესის მოწინააღმდეგეები 26 მაისის საღამოს პროტესტს ისევ ძველ ლოკაციაზე, გუმათის დასახლებაში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში 23 მაისიდან იმართება. აქციის მონაწილეები დღეს თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით კოლონით გაემართებიან.