"2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით მძიმე დღე - ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას" - კვირის პალიტრა

"2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით მძიმე დღე - ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას"

"2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე დღე საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის, სადაც ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს გამართლება არ აქვს.

"რა თქმა უნდა, 2011 წლის 26 მაისი იყო ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე დღე საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის, სადაც ხელისუფლებამ გადაამეტა ძალას და ამას ახლა არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უნდა უარყოფდეს. მიუხედავად იმისა, მაშინდელი ოპოზიცია აპირებდა 26 მაისის აღლუმის ჩატარების ხელშეშლას თუ არა, გამართლება იმას, რაც მოხდა, არ აქვს, არ ჰქონდა და არ ექნება", - განაცხადა ნიკა მელიამ.