საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

ამასთან, შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.

სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).